ჟურნალისტი ანი გიუნტერი სოციალურ ქსელში იმ ფაქტის შესახებ წერს, რომელიც მისმა მეზობლებმა თბილისის ცენტრში ჩაიდინეს.
კერძოდ, ახალშექმნილმა ირანულმა ოჯახმა ბედნიერების ნიშნად, ცხვარი დაკლა, გაატყავა და სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორიაზე კორპუსის შესასვლელთან ჩამოკიდა.
"მეგობრებო, ბოდიშს გიხდით ამ ფოტოების გამო, თუმცა სურათი, რომელიც დამხვდა სადარბაზოს წინ, ენით აუწერელ სისასტიკეს და ველურობას განასახიერებდა. პასუხიც მივიღე : ირანალებს უზეიმიათ ქორწილი და ეს მათი ტრადიციული რიტუალის ნაწილი ყოფილა.
ყველაფერში პოზიტივის დანახვის მსურველი წყვილს ვუსურვებ რა თქმა უნდა დიდ ბედნიერებას და ვაღიარებ,რომ აუტანელი მონატრების მიუხედავად დღეს გამიხარდა მაშო-ლაზარეს ზესტაფონური არდადეგები მხოლოდ იმიტომ,რომ ჩემმა შვილებმა ამ სისასტიკეს არ უყურეს!ძილი ნებისა!პატივი ვცეთ სხვა ადამიანების ტრადიციებს ისე,რომ თავად არ გადავიქცეთ ცხოველებად!!!!"
ანი პოსტის ქვეშ ფოტოებსაც აქვეყნებს. ჟურნალისტის სტატუსს დიდი გამოხმაურება მოჰყვა, როგორც გაირკვა ადგილზე, საპატრულო პოლიციაც იყო მისული.
გამოჩნდნენ ისეთებიც, ვინც გიუნტერს შეახსენა, რომ ლომისობაზე უარესი ხდება.