ამერიკელ-პოლონელი გენერალი, ამერიკული კოლონიების დამოუკიდებლობისთვის მებრძოლი და ომის გმირი კაზიმირ პულავსკი ან ქალი იყო, ან ინტერსექსუალი. ამის შესახებ მეცნიერები ამბობენ. ინფორმაციას BBC ავრცელებს.
პულავსკი ჯორჯ ვაშინგტონს ბრიტანელი სამხედროების წინააღმდეგ ბრძოლაში 1777 წელს შეუერთდა და ის ითვლება როგორც პოლონეთის, ასევე აშშ-ის ომის გმირად.
ის, რომ პულავსკის შესაძლოა ქალის აღნაგობა ჰქონდეს, მეცნიერებმა ჯერ კიდევ 20 წლის წინ განაცხადეს, როდესაც მათ პირველად მიეცათ ომის გმირის ჩონჩხის დათვალიერების შესაძლებლობა. თუმცა მაშინ შესაბამისი კვლევების ჩატარება ტექნოლოგიების არარსებობის გამო პრაქტიკულად შეუძლებელი იყო.
თუმცა დღეს უკვე დნმ-ის ტესტმა დაადასტურა, რომ კაზიმირ პულავსკის საფლავში არსებული ქალის ჩონჩხი ნამდვილად პულავსკის ეკუთვნის.
პულავსკი 1745 წელს პოლონეთში დაიბადა. ის რუსეთის წინააღმდეგ იბრძოდა, რის გამოც პარიზში მოუწია გაქცევამ, სადაც ბენჯამინ ფრანკლინი გაიცნო. სწროედ მან დაარწმუნა პულავსკი აშშ-ში წასვლასა და კოლონიების დამოუკიდებლობისთვის ბრიტანეთის წინააღმდეგ ბრძოლაში ჩაბმაში.
პულავსკი 1779 წელს 34 წლისა გარდაიცვალა, მას ერთ-ერთი ბრძოლის დროს მრავლობითი ჭრილობა მიაყენეს. ის ჯორჯიაში, სავანაში დაკრძალეს.
მეცნიერებმა მისი ჩონჩხის ხელმეორედ შესწავლა სულ ახლახანს გადაწყვიტეს, დნმ-ის ტესტის შედეგად კი დადგინდა, რომ მისი ჩონჩხის აგებულება ქალის აგებულებას ემთხვევა.
გაეროს მონაცემებით, მსოფლიოს მოსახლეობის 1.7% ინტერსექსუალური მახასიათებლებით იბადება - ეს ნიშნავს, რომ ადამიანს ანატომიურად აქვს როგორც ქალის, ასევე კაცის მახასიათებლები.