სალომე მდივანი ორსულად არის

სალომე მდივანი ორსულად არის

სალომე მდივანს მსმენელი ბავშვობიდან იცნობს, საკუთარი მუსიკალური ნიჭის წყალობით, ის არაერთი მუსიკალური შოუს მონაწილე გახლდათ, საიდანაც მსმენელს თავი განსაკუთრებულად შეაყვარა.

რამდენიმე წლის წინ, სალომემ გვარი შეიცვალა და საცხოვრებლად ამერიკაში წავიდა.

მან გარეგნობაშიც სრული გარდატეხა მოახდინა, საოცრად გახდა და სალომე ქათამაძე (სალომეს ყოფილი გვარი) და სალომე მდივანი (ახლანდელი) ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავებული ადამიანები არიან.

მომღერალმა გუშინ, სოციალურ ქსელში ახალი ფოტო გამოაქვეყნა, საიდანაც ახალი ამბავი გახდა ცნობილი.

სალომე ორსულად არის და უკვე საკმაოდ მოზრდილი მუცელი აქვს.