“ნატო-ში გაწევრიანება არ არის ხვალინდელი დღე, მაგრამ არც შორეული პერსპექტივაა,” – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.
მისი თქმით, სამწუხაროა, რომ ამ თემის ექსპლუატაცია საქართველოში გამწვავებულ პოლიტიკურ პირობებში ხდება.
„საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის საკითხი არის ყველანაირი კითხვის გარეშე და ნატო-ში გაწევრიანება იმ პირობით მოხდება, როცა კითხვებს სხვა პასუხი არ ექნება, თუ არა საქართველოს ერთიანობა, ტერიტორიული მთლიანობა და ნატო-ს თუ ევროკავშირის წევრობა ამ საკითხს არ დააზიანებს. ამის ფორმულა და გადაწყვეტილება არსებობს, რომელიც შეიძლება, სამაგალითო გადაწყვეტილებად მოვიყვანით, მაგრამ საქართველო სპეციფიკური ვითარებით გამოირჩევა“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.
მისი თქმით, ეს საკითხები საქმიან რეჟიმში უნდა იყოს განხილული.
„საკითხები სამსჯელოა, სალაპარაკოა, ეს ყველაფერი განსახილველია საქმიან რეჟიმში და არა ჟივილ-ხივილის ფონზე, რომელსაც ნებსით თუ უნებლიეთ, ზოგიერთი პოლიტიკური პარტია მიმართავს“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.
აშშ-მ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორ ფატუ ბენსუდას აშშ-ს ვიზა გაუუქმა.
ამის შესახებ ინფორმაციას „ფრანს-პრესი“ ავრცელებს.
საინფორმაციო სააგენტოს ინფორმაციით, აშშ-ს აღნიშნული გადაწყვეტილება სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორის მიერ ავღანეთში სიტუაციის შესწავლას ეხება, რომლის ფარგლებში ამერიკელი სამხედროები შესაძლოა, გამოძიების ქვეშ მოექცნენ.
2017 წელს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურატურამ ავღანეთში სიტუაციის წინასწარი შესწავლა დაიწყო. პროკურორის განცხადებით, არსებობს იმის ვარაუდის საფუძველი, რომ ავღანეთში აშშ-ს სამხედროებმა კაცობრიობის წინააღმდეგ დანაშაული ჩაიდინეს.
შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის მარტში აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ განაცხადა, რომ აშშ ზომებს მიიღებს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს იმ წევრების მიმართ, ვინც აშშ-ს სამხედროებთან მიმართებაში გამოძიებას ატარებენ.
როგორ თუ ჩვენ ჯარისკაცებს რამეში ადანაშაულებთო
საწყალ ჩვენ ჯარისკაცებს კიდევ აფრიკაში თავსლაფი დააასხეს ...........ვიღაც აფრიკელი ქალები გაააუპატიურესო----- ფრანგების ნავაჟკაცარი ჩვენ ბიჭებს დაააბრალეს .....
მაგარი მეგობრობაააა, მაგარი .......