მიკ ჯაგერმა გულზე ოპერაცია გადაიტანა

მიკ ჯაგერმა გულზე ოპერაცია გადაიტანა

ჯგუფ The Rolling Stones-ის ვოკალისტმა მიკ ჯაგერმა გულზე ოპერაცია გადაიტანა. გამოცემა Billboard-ის ცნობით, ჯაგერს ხელოვნური გულის სარქველი წარმატებით შეუცვალეს.

ამჟამად 75 წლის მუსიკოსი ნიუ-იორკის საავადმყოფოში რეაბილიტაციას გადის. მას უკვე რამდენიმე დღეში გაწერენ.

მარტის ბოლოს The Rolling Stones-მა განაცხადა, რომ ჩრდილოეთ ამერიკაში თავის ტურნეს აუქმებს. სავარაუდოდ, დაგეგმილი ტურნე 2019 წლის ზაფხულში გადაიტანეს.