გიორგი დანელიას მოსკოვში დაკრძალავენ

გიორგი დანელიას მოსკოვში დაკრძალავენ

კინორეჟისორ გიორგი დანელიას მოსკოვში ნოვოდევიჩის სასაფლაოზე დაკრძალავენ. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

დანელიასთან გამომშვიდობის ცერემონია მოსკოვში, 9 აპრილს, კინოს სახლში ჩატარდება. კინორეჟისორს რუსი მსახიობის და კინორეჟისორის ოლეგ ტაბაკოვის გვერდით დაკრძალავენ.

88 წლის რეჟისორი გიორგი დანელია მოსკოვში გარდაიცვალა. თებერვლის ბოლოს ის მოსკოვის საავადმყოფოში ფილტვების ანთების დიაგნოზით გადაიყვანეს.

გიორგი დანელია 1930 წელს თბილისში დაიბადა. მან დაამთავრა მოსკოვის არქიტექტურული ინსტიტუტი 1955 წელს; 1959 წელს მოსკოვის უმაღლესი სარეჟისორო კურსები. 1959 წელს მოსკოვის კინოსტუდიის „მოსფილმის“ რეჟისორად დაიწყებო მუშაობა.

მისი ყველაზე პოპულარული ფილმებია „მიმინო“ (1977), „შემოდგომის მარათონი“(1980), „ქინ-ძა-ძა"(1986).