ყველასათვის საყვარელი და ცნობილი მსახიობი ანჯელინა ჯოლი მსოფლიო დონის ორგანიზაციის "United Nations"-ის სხდომაზე სიტყვით გამოვიდა, სადაც მან შეიარაღებული კონფლიქტების დროს ქალთა უფლებებზე ისაუბრა.
სიტყვით გამოსვლის შემდეგ, ბუნებრივია მასთან ინტერვიუ არაერთმა გამოცემამ ჩაწერა.
თუმცა გამოცემა "People" დაინტერესდა, აპირებს თუ არა 43 წლის ვარსკვლავი მომავალში პოლიტიკაში მოსვლას.
ანჯელინამ ჟურნალისტის კითხვას ორაზროვანი პასუხი გასცა.
"არასოდეს თქვა, არასოდეს" - განაცხადა ენჯიმ.
რაც შეეხება 29 მარტს გამართულ შეხვედრას, ოფიციალური შეხვედრისთვის მსახიობმა საქმიანი იმიჯი მოიხდინა, მას შავი მომდგარი ქვედაბოლო და თეთრი კლასიკური პერანგი ეცვა, ამ ყველაფერს კი Ryan Roche-ის ჩალისფერი მოსაცმელი შეუხამა.
მოკრძალებული ჩაცმულობა ჯოლიმ Valentino-ს ულამაზესი ჩანთით, ჩალისფერი დაბალქუსლიანი ფეხსაცმლითა და წითელი ტუჩის საცხით შეავსო.