საფრანგეთში ქურდობის ბრალდებით დაკავებული ქართველი მსახიობი კახა აბუაშვილი, იგივე “კაბუ” პატიმრობიდან გაათავისუფლეს. ინფორმაცია ამის შესახებ მსახიობის დედამ ცირა ნავროზაშვილმა დაადასტურა.
„ცოტა ხნის წინ დამირეკა მისმა მეგობარმა და ეს ამბავი გვაცნობა. ძალიან გახარებულები ვართ, ჯერ მასთან არ მისაუბრია”, – აღნიშნავს ჩვენთან საუბარში კახა აბუაშვილის დედა.
შეგახსენებთ, “კაბუ” ქურდობის ბრალდებით საფრანგეთში 18 აპრილს დააკავეს.
მაშინ სპეცოპერაცია ევროპის ორ ქვეყანაში ჩატარდა. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაკავებულებს შორის იყვნენ 4 ქართველი ე.წ. “კანონიერი ქურდი”, მათ შორის ლაშა შუშანაშვილი. ამასთან, დაკავებულები იყვნენ სხვადასხვა სიმძიმის დანაშაულში ბრალდებული საქართველოს მოქალაქეები, მათ შორის – კახა აბუაშვილი. იგი სასჯელს საფრანგეთის ციხეში იხდიდა.