ფილმ „ნამეს“ ქართველი ოპერატორი მოსკოვში ჯილდოს მისაღებად არ ჩავა

ფილმ „ნამეს“ ქართველი ოპერატორი მოსკოვში ჯილდოს მისაღებად არ ჩავა

ფილმი "ნამე" ევრაზიის კინოდაჯილდოების "Golden Arch 2018-2019"-ის ნომინანტებს შორის დასახელდა.

ეროვნული კინოცენტრის ინფორმაციით, საუკეთესო ოპერატორის ნომინაციაშია გიორგი შველიძე ფილმისთვის "ნამე" (რეჟისორი ზაზა ხალვაში), თუმცა ქართველმა ოპერატორმა მოსკოვში ჩასვლაზე უარი განაცხადა.

ნომინანტებს შორის მოხვდნენ ისეთი რეჟისორები, როგორებიც არიან სერგეი ლოზნიცა და პაველ პავლიკოვსკი.