“რომ არა ბიძინა ივანიშვილი, ამ გარეწარ სააკაშვილს და მის ნაცსექტას ძალაუფლებას ვერავინ წაართმევდა!” – ჟურნალისტი ბონდო მძინარაშვილი საკუთარ “ფეისბუქ” გვერდზე პოსტს აქვეყნებს, სადაც ბიძინა ივანიშვილზე, მის ყოფილ თანაგუნდელებსა და ნაციონალური მოძრაობის მმართველობის რეჟიმზე საუბრობს.
როგორც უნდა აკრიტიკოთ ბიძინა ივანიშვილი, ერთი რამ ცხადია და ამ სიმართლეს ვერავინ გაექცევა, რომ არა ბიძინა ივანიშვილი, ამ გარეწარ სააკაშვილს და მის “ნაცსექტას” ძალაუფლებას ვერავინ წაართმევდა! ვერავინ!
ამას ადასტურებს არა ემოციური შეფასებები – “კარგი” და “ცუდი”, არამედ ბოლო 6 წლის განმავლობაში განვითარებული პოლიტიკური პროცესები.
დეტალიზებაც შემიძლია, – რა და რატომ მოხდა, მაგრამ, უპირველესად, იმ ადამიანებს ვეკითხები, ვინც ბიძინა ივანიშვილის ღიად გამოჩენამდეც ებრძოდა სააკაშვილის სისხლიან რეჟიმს…
რატომ, რატომ ვერ შევძელით მანამდე მისი დამარცხება?!
თუნდაც დაგვემარცხებინა, რამდენ ხანს შევძლებდით ხელისუფლების შენარჩუნებას?!
რამდენ ხანს გავუძლებდით ბოროტი რევანშისტების შემოტევას?!
კარგად დააკვირდით “ნაცსექტის” მოქმედებებს და მათ შესაძლებლობებს, – მართალია, მილევად, მაგრამ მაინც ეფექტიანს, – შევძლებდით ამ უტიფარი გარეწრების ამოძირკვას საქართველოს პოლიტიკური ველიდან?!
ახლა კი, როცა ბიძინა ივანიშვილის ყოფილ თანაგუნდელებს ვუყურებ და მათი ქარაგმული გამონათქვამები მესმის, მინდა, მივმართო მათაც და სხვებსაც…
რა დაგაკლოთ?!
“დამავოიში” ხომ არ ჩაგწერდათ?!
- S. ამ “პავლიკ მოროზოვებზეც” ნუ ნერვიულობთ. არც ეგენი უშვილებია და ჩაუწერია “დამავოიში”!
“დამავოი” საბინაო წიგნია. მაინც, რომ იცოდეთ…