ნაჩალოვაზე შეყვარებული ქართველი ბიჭი და საჩუქრად მირთმეული უამრავი ვარდი - თინა კანდელაკი რომანტიკულ ისტორიას იხსენებს

ნაჩალოვაზე შეყვარებული ქართველი ბიჭი და საჩუქრად მირთმეული უამრავი ვარდი - თინა კანდელაკი რომანტიკულ ისტორიას იხსენებს

თინა კან­დე­ლა­კი რუსი მომ­ღერ­ლის, იუ­ლია ნა­ჩა­ლო­ვა­სა და ქარ­თვე­ლი ბი­ჭის რო­მან­ტი­კუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბის შე­სა­ხებ წერს.

კან­დე­ლაკ­მა „ინ­სტაგ­რამ­ზე“ წლე­ბის წინ მომ­ხდა­რი ამ­ბა­ვი გა­იხ­სე­ნა, რო­დე­საც ის ჯერ კი­დევ სა­ქარ­თვე­ლო­ში ცხოვ­რობ­და, ნა­ჩა­ლო­ვა კი თბი­ლის­ში სტუმ­რად იმ­ყო­ფე­ბო­და.

„იუ­ლია ნა­ჩა­ლო­ვა ერთხელ თბი­ლის­ში ჩა­მო­ვი­და. იმ პე­რი­ოდ­ში ტე­ლე­ვი­ზი­ა­ში ვმუ­შა­ობ­დი და ძა­ლი­ან კარ­გად მახ­სოვს, რო­გორ ად­ნობ­და მისი ღი­მი­ლი ჩვე­ნი ბი­ჭე­ბის გუ­ლებს.

ჩემს მე­გო­ბარ თე­მოს ის და­ნახ­ვის­თა­ნა­ვე შე­უყ­ვარ­და. არ აძ­ლევ­და თა­ვი­სუ­ფალ წამ­საც კი, რომ სხვის­თვის შე­ე­ხე­და. ვარ­დე­ბი, ვარ­დე­ბი და კვლავ ვარ­დე­ბი... ამ გო­გო­ნას­თვის არა­ფე­რი ენა­ნე­ბო­და“ - წერს კან­დე­ლა­კი.

ტე­ლე­წამ­ყვა­ნის თქმით, მტკივ­ნე­უ­ლია, რომ ნა­ჩა­ლო­ვას ცხოვ­რე­ბა ასე მალე დამ­თავ­რდა.

მომ­ღე­რა­ლი 38 წლის ასაკ­ში 16 მარტს გარ­და­იც­ვა­ლა, მას გული გა­უ­ჩერ­და და რამ­დე­ნი­მე­დღი­ა­ნი კო­მა­ტო­ზუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბაც ამით დას­რულ­და.

ნა­ჩა­ლო­ვას მე-2 ტი­პის დი­ა­ბე­ტი ჰქონ­და და შაქ­რის დონე მკვეთ­რად და­ე­ცა, თუმ­ცა ამას თან ერ­თვო­და პო­დაგ­რა ფეხ­ზე, რომ­ლი­თაც ბოლო 8 წელი იტან­ჯე­ბო­და. ეს ყვე­ლა­ფე­რი კი მკერ­დის პლას­ტი­კუ­რი ოპე­რა­ცი­ი­დან და­ი­წყო - 2007 წელს, მკერ­დის ოპე­რა­ცი­ი­სას, ინ­ფექ­ცია გა­ნუ­ვი­თარ­და და სის­ხლი მო­ე­წამ­ლა.

ამას მოჰ­ყვა პო­დაგ­რის გან­ვი­თა­რე­ბა, რო­მე­ლიც გა­მუდ­მე­ბით აწუ­ხებ­და მას მერე და ძლი­ერ ტკი­ვილ­გა­მა­ყუ­ჩებ­ლებს იკე­თებ­და. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ პი­რა­დი ცხოვ­რე­ბის აწყო­ბა სამ­ჯერ სცა­და და შვი­ლიც გა­ა­ჩი­ნა, ბოლო წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში მომ­ღე­რა­ლი გა­მუდ­მე­ბით სტრეს­სა და ტკი­ვილ­ში ცხოვ­რობ­და.