" კობახიძის პროექტი არ აკმაყოფილებს მოთხოვნას,სასამართლო სისტემაში შევიდნენ დამოუკიდებელი და სუფთა ადამიანები"

ვენეციის კომისიის ექსპერტები საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებს ხვდებიან. შეხვედრის მთავარი თემა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის კანონპროექტია, რომელიც პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით მომზადდა.

როგორც შეხვედრის დაწყებამდე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრმა, ანა დოლიძემ განაცხადა, ირაკლი კობახიძის პროექტი არ აკმაყოფილებს იმ მოთხოვნას, რომ სასამართლო სისტემაში შევიდნენ დამოუკიდებელი და სუფთა ადამიანები.

„დღეს უკვე კითხვის ნიშნის ქვეშ დგება, საერთოდ შეძლებს და სურვილი აქვს თუ არა პარლამენტს, მხედველობაში მიიღოს ვენეციის კომისიის რეკომენდაცია, რადგან შეიძლება საერთოდ არ დაელოდონ კომისიის რეკომენდაცია და ორ-სამ კვირაში მიიღონ მეორე მოსმენით ეს კანონი. პრინციპულ დონეზე დღეს უნდა დადგეს ეს საკითხი. კეთილი ინებოს და დაელოდოს ირაკლი კობახიძე, რადგანაც მოითხოვა ვენეციის კომისიის მოსაზრებები, გამოყოს შესაბამისი დრო, რათა კომისიამ მოამზადოს შესაბამისი პროცედურების შესაბამისად დასაბუთებული დასკვნა.

დღეს უკვე ის საკითხი კი არ არის, რას დაწერს კომისია, საერთოდ აინტერესებს თუ არა ირაკლი კობახიძეს,  თუ უბრალოდ მოვალეობა მოიხადა, როდესაც მიმართა ვენეციის კომისიას.  მთავარი პრობლემა აქ არის გამოცდა, რომლის ჩაბარებასაც ეს კანონი ითხოვს. მთავარი პრობლემა ასევე არის ის, რომ იუსტიციის საბჭოს წევრებს შეუძლიათ, თავისუფლად გაუწიონ კონკურენცია კანდიდატებს, ჩააგდონ კვალიფიციური კანდიდატები. ამ და სხვა საკითხებზე მოვახსენებთ ჩვენ დღეს კომისიას და მოვითხოვთ, რომ პარლამენტი დაელოდოს, სანამ კომისია შეძლებს, შესაბამისი დასკვნა დადოს“, – განაცხადა ანა დოლიძემ

სოციალისტი ანა წადი რა სახლში ან სხვაგან სადმე. ასე გულისმომკვლელად ლამაზი ქალი რა თავს იბანძებ. ხომ არის სილამაზის კონკურსები სადაც 30 წელს გადაცილებული ქალბატონები მონაწილეობენ? მიღღე მონაწილეობა, თუნდაც მსოფლიო მაშტაბის იყოს. გარანტიას გაძლევ ყველგან გაიმარჯვებ, ყველა შეიხი და ბეზოსები მხოლოდ შენზე ილოცებენ! რა გინდა, რა მურუსიძე ჩინჩალაძე აგიტყდა შე....ულამაზესო?!
6 წლის უკან