აქეთ მოიხედეთ ზვიადისტების ნაწილო, თუ ეს ყველაფერი ასე არაა, დაწერეთ თამამი “არა”

აქეთ მოიხედეთ ზვიადისტების ნაწილო, თუ ეს ყველაფერი ასე არაა, დაწერეთ თამამი “არა”

ჟურნალისტი ბაკურ სვანიძე პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას მომხრეებს მიმართავს.

“აქეთ მოიხედეთ ზვიადისტების ნაწილო, რომელიც ჩემს მიერ ზვიად გამსახურდიაზე

დადებული პოსტი გამო, იგინებით და ილანძღებით!

იქ მე პუნქტებად მიწერია რა ჩაიდინა ჩვენმა პირველმა კანონიერმა პრეზიდენტმა!

ჰოდა, “შენ ბიჭო ამას გიზამ, იმას გიზამ” კი არა, ჩაყევით პუნქტებად და დაწერეთ “კი” ან “არა”!

რა, არ მოიყვანა ზვიადმა ხელისუფლებაში ბანდიტები? კიტოვანი, აბსანძე, სიგუა და სხვები არ მოიყვანა ზვიად გამსახურდიამ მთავრობაში?

თუ არაა ეს ასე – დაწერეთ თამამი “არა”! რა, არ მოუწოდებდა მაშინდელი ოპოზიცია

ზვიადს – ნუ მოგყავს მთავრობაში ეგ უვიცები, აგენტები და ბანდიტებიო? – დაწერეთ აბა – “არა”!

რა, არ პასუხობდა მათ გამსახურდია ცინიკურად  და არ უწოდებდა ყველას კრემლის აგენტებს? ეს დებილი ტერმინი არ არის მისი დამკვიდრებული? რასაც შემდეგ მიშაც ეფექტურად იყენებდა!

აბა, დაწერეთ თამამი – “არა”! რა, არ ჩაყარა ციხეებში ქუჩის ოპოზიციის ყველა  ლიდერი? არ დამიწყოთ ახლა მათი კრიტიკა! კარგები იყვნენ თუ ცუდები, ამაზე არაა აქ ლაპარაკი!

ჩაყარა თუ არა ციხეში ზვიად გამსახურდიამ  გია ჭანტურია, ჯაბა იოსელიანი,

ირინა სარიშვილი, ირაკლი ქადაგიშვილი,  გია თვალავაძე, ირაკლი ბათიაშვილი…

აბა, დაწერეთ თამამი – “არა”!

რა, არ არის საქართველოს დამოუკდებლობის  დეკლარაციაზე პრეზიდენტის ცოლის

ხელმოწერა? აბა, დაწერეთ თამამი – “არა”!

რა, რუსეთის პარეზიდენტ ბორის ელცინთან წარმატებული შეთანხმების შემდეგ, (რომ რუსეთი აღიარებდა “სამხრეთ ოსეთის” ავტონომიის გაუქმების აქტს, თუკი სანაცვლოდ

საქართველო არ ჩაერეოდა ჩრდილოეთ კავკასიის პროცესებში), გამსახურდიამ უცებ არ აღიარა ჩეჩნეთის დამოუკიდებლობა? და ამით საფუძველი არ დაუდო ცხინვალში კონფლიქტსა და ომის დაწყებას?  დაწერეთ მიდით თამამი – “არა”…

და კიდევ და ა,შ.

მიდით აბა, რომელიმე პუნქტზე, რაც იქაა ჩამოთვლილი დაწერეთ თამამი – “არა”! ვერ დაწერთ და სწორედ  ამიტომ იგინებით გამწარებულები უარგუმენტოდ! თორემ ზვიადი რომ “გეორგიევსკის ტრაქტატს” არ სცნობდა, ეგ თქვენზე უკეთ ვიცი!

1983 წელს, 7 წლის ბიჭმა ვაჩუქე მას ბლოკნოტი  დედაჩემის სამსახურში, გამომცებლობაში!

გეორგიევსკის ტრაქტატის 200 წლის თავის წელი იყო და ყევლაფერს “200” ეწერა! მათ შორის იმ მწვანეყდიან ბლოკნოტსაც წითელი “200” ეწერა  ყდაზე.

“დიდი მადლობა ბიძი, მაგრამ ამ 200-ს წავშლი თუ ნებას მომცემო!” – გამიღიმა მაშინ ჩემთვის უცნობმა მამაკაცმა. მოგვიანებით დედამ ამიხსნა ვინ

იყო ეს კაცი და რატომ უნდა წაეშალა “200”

თუმცა, თუ სიმართლის “დამუხრუჭებაა” თქვენთვის “პატრიოტი მ ი” – ეგ სხვა თემაა პატივცემულებო!

მე კი მიმაჩნია რომ მხოლოდ სიმართლე გადაგვარჩენს! აბა, მიდით დაწერეთ თამამი “”არა”!

თუ არადა, დარჩით ეგრე მაგინებელ, მლანძღველ, მოკნავილე, აგრესიულ, ამამზრზენ “შაკალებად”!