ღმერთო, რა უხერხულია! - რა შეემთხვათ დალი ჩიტალაძეს და ნინო ნადირაძეს ბლოგერის დაბადების დღეზე

ღმერთო, რა უხერხულია! - რა შეემთხვათ დალი ჩიტალაძეს და ნინო ნადირაძეს ბლოგერის დაბადების დღეზე

ქართული ბომონდი გუშინ წინ საღამოს დალი ჩიტალაძის დაბადების დღეზე შეიკრიბა.

წვეულების ორგანიზება დალის მეგობრებმა ია ფარულავამ და კრისტი ყიფშიძემ მოახერხეს. იუბილარს კი, სიურპრიზის შესახებ ერთი დღით ადრე შეატყობინეს, თუმცა მოდის ბლოგერი ქალბატონისთვის კაბის შერჩევა რთული მაინც არ ყოფილა.

დიზაინერმა დათუნა სულიკაშვილმა ულამაზესი კაბა, ზუსტად ერთ დღეში შეუკერა.

სტუმრებს შორის არაერთი ცნობილი ადამიანი იყო, მათ შორის დალის ოჯახის წევრები.

წვეულებაზე ერთი გაუთვალისწინებელი შემთხვევა მოხდა, აღმოჩნდა, რომ დალი ჩიტალაძეს და ნინო ნადირაძეს ერთნაირი ფეხსაცმელი ეცვათ. უბრალოდ ფერებში  იყო განსხვავება.

თუ სოც-ქსელში გავრცელებული ვიდეოებით ვიმსჯელებთ, ამ ამბავს ორივე მანდილოსანი მხიარულად შეხვდა.

დალის და ნინოს ფეხსაცმელი "ბალენსიაგას" კოლექციიდან არის, ის არაერთმა ცნობილმა ვარსკვლავმა მოირგო.

ფეხსაცმლის ფასი 700 ევროზე მეტია.