ავსტრალიაში ტბა მთლიანად ვარდისფერი გახდა

ავსტრალიაში ტბა მთლიანად ვარდისფერი გახდა

ავსტრალიის სანაპირო დედაქალაქ მელბურნში გაზაფხული ფერადად დაიწყო. მარტის დასაწყისში, ვესტგეითის პარკში მდებარე ტბა მთლიანად ვარდისფერი გახდა.

არა მხოლოდ ღია შეფერილობის, ხასხასა ვარდისფერი.

თავდაპირველად გამვლელებს ეგონათ, რომ ტბის შეფერილობის ცვლილება მომწამლავი ქიმიური ნივთიერებებით იყო გამოწვეული, თუმცა ექსპერტებმა მალე დაადასტურეს, რომ მოვლენა ბუნებრივი იყო.

ეს პირველი შემთხვევა არაა, რაც ვესტგეითის პარკის ტბა გავარდისფრდა, რაც მარილიან ტბაში წყალმცენარეების ზრდითაა განპირობებული. ამ დროს ისინი წითელ პიგმენტებს გამოყოფენ. ეს ფოტოსინთეზის პროცესია.

სოციალური მედიისა და ესთეტიზმის ეპოქაში მკითხველისთვის მოულოდნელი არ იქნება იმის გაგება, რომ ინსტაგრამერები ადგილისკენ გამორჩეული სურათების გადასაღებად გაეშურნ

მისი ჩრდილი განპირობებულია მზის შუქით, წვიმის წვეთებითა და თბილი ტემპერატურით.

წყალმცენარეების მიერ გამოყოფილ წითელ პიგმენტებს ბეტა-კაროტინი ჰქვია.

ტბა ტურისტებს 2013 წლის ზაფხულიდან იზიდავს.

ოფიციალური პირები მნახველებს ურჩევენ, რომ ტბასთან ძალიან ახლოს არ მივიდნენ. ამის მიზეზი მის წყალში მაღალი ხარისხით არსებული მარილია, რომელმაც შესაძლოა მგრძნობიარე კანი გააღიზიანოს.

ტბა ვარდისფერი შემოდგომის ბოლომდე იქნება — იქამდე, სანამ დაბალი ტემპერატურა მას კვლავ არ გაალურჯებს.

ვარდისფერი ტბის ფენომენი ასევე ფიქსირდება კანადაში, სენეგალში, ესპანეთსა და ავსტრალიის სხვა ტბებში.