საიდუმლო არავისთვისაა ის ფაქტი, რომ მეგან მარკლი წარსულში იმყოფებოდა ქორწინებაში. მისი ქმარი კინორეჟისორი ტრევორ ენგელსონი გახლდათ. წყვილი ერთმანეთს 2013 წელს გადატვირთული გრაფიკის გამო დაშორდა.
ახლა მეგან მარკლი, ბუნებრივია, ბედნიერია პრინც ჰარისთან ერთად. ტრევორი საყვარელ ქალთან დაშორების გამო, დეპრესიაში დიდხანს არ ყოფილა. მან გაშორებისთანავე გააბა რომანი დიეტოლოგთან ტრეისი კურლანგთან და წყვილმა დაქორწინებაც გადაწყვიტა.
ტრევორ ენგელსონმა ქორწილის წინა წვეულება ჰავაის კუნძულებზე მოაწყო. სოციალურ ქსელში მისმა ერთ-ერთმა მეგობარმა ვიდეო გაავრცელა, სადაც კინორეჟისორის ძმაკაცები, არც მეტი არც ნაკლები, მეგან მარკლის შესახებ ჭორაობენ.
"ყველაფერი ხდება აქ. მეფეები მიდიან და მოდიან, ჩვენ კი მივდივართ წინ. მადლობა ტრევორ, მე ყოველთვის მჯეროდა, რომ შენ მომავალ პრინცესაზე დაქორწინდებოდი", - ხუმრობენ მისი მეგობრები.