ნინი ბადურაშვილის მამა, 57 წლის კინორეჟისორი ერეკლე ბადურაშვილი დღეს საბურთალოს სასაფლაოზე დაკრძალეს.
შვილის დაკრძალვისას შეუძლოდ გახდა დედამისი, მსახიობი ლალი ბადურაშვილი.
"ლალი ცუდად არის, მომხდარმა მასზე ძალიან იმოქმედა. დღეს შეუძლოდ გახდა, სასწრაფო გამოიძახეს და ექიმებმა ერთ-ერთ კლინიკაში გადაიყვანეს. როგორია ახლა მისი მდგომარეობა არ ვიცი, როცა მივედი დაკრძალვაზე ლალი უკვე გადაყვანილი ჰყავდა სასწრაფოს", - განუცხადა "ამბები.გე"-ს ბადურაშვილების ახლობელმა.
ერეკლე ბადურაშვილი ორშაბათს, თირკმელების მძიმე შეტევით გარდაიცვალა.