ვითარება ხაშურში(VIDEO)

ვითარება ხაშურში(VIDEO)

ძალადობა ისევ გრძელდება ხაშურის საარჩევნო უბნებზე. მე-10 უბანზე შეიარაღებული ნიღბიანი ადამიანი მივიდა. ამ დრომდე დაუდგენელმა პირმა უბანთან შეკრებილ მოსახლეობასა და სასულიერო პირებს იარაღის მუქარით ტერიტორიის დატოვება უბრძანა, თვითონ კი კენჭისყრის ოთახში შეიჭრა და იქ მყოფი კომისიის წევრები ჩაკეტა. რამდენიმე წუთში ადგილზე სამართალდამცავები გამოჩნდნენ, რომლებმაც ნიღბიანი თავდამსხმელი უბნიდან გაიყვანეს. უცნობია, მისცეს თუ არა თავდამსხმელი პასუხისგებაში.