როგორ ცხოვრობს და რას საქმიანობს ალინა არველაძე ქმართან დაშორების შემდეგ

როგორ ცხოვრობს და რას საქმიანობს ალინა არველაძე ქმართან დაშორების შემდეგ

ალინა არველაძე ქართულმა საზოგადოებამ რამდენიმე წლის წინ გაიცნო. ის „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი მაღალჩინოსანის და „იმედის“ ხელმძღვანელის გიორგი არველაძის ცოლი გახლდათ.

ალინა და გიორგი არველაძეებმა ერთმანეთი წლების წინ უკრაინაში გაიცნეს. გიორგი მაშინ უკვე წარმატებული პოლიტიკოსი იყო, საყვარელ ქალს ხელი სთხოვა, საქართველოში ჩამოიყვანა და უკრაინელი გოგონა ქმრის გვარზე გადავიდა.

ალინა არველაძე „იმედში“ გასართობ გადაცემებზეც მუშაობდა, ის „თბილისი ლაივის“ პროდუსერი გახლდათ და საკმაოდ ხმაურიან გადაცემებსაც აკეთებდა თიკო სადუნიშვილთან ერთად.

ალინამ საქართველოს მალე აუღო ალღო და აქ მეგობრებიც გაიჩინა. ის თიკო სადუნიშვილის, თაკო სალაყაიას, ნანუკა ჟორჟოლიანის, სოფია ნიჟარაძის და სხვა ცნობილი მანდილოსნების მეგობარია.

ალინა არველაძე რამდენიმე წლის წინ, ლელა კილაძეს და გუკა რჩეულიშვილს დაუნათესავდა. სწორედ მან მონათლა წყვილის საერთო ქალიშვილი თრინითი.

„ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებიდან წასვლის შემდეგ, ისევე როგორც ყოფილი მაღალჩინოსნების უმეტესობა, საქართველოს დატოვება გიორგი არველაძესაც მოუხდა. ის საცხოვრებლად უკრაინაში წავიდა და მეუღლეც თან გაჰყვა.

ალინას და გიორგის ორი შვილი ჰყავთ. ხელისუფლების ცვლილების შემდეგ, წყვილის ოჯახი დაინგრა, თუმცა ალინა ქმრის გვარზე დარჩა.

შესაძლოა გაგიკვირდეთ, მაგრამ ალინა არველაძეს საქართველო ისე შეუყვარდა, ქმართან დაშორების შემდეგ საქართველოში ცხოვრება აირჩია.

მას საკუთარი ბიზნესი აქვს. კერძოდ ძვირფასი და ძვირადღირებული აქსესუარების მაღაზია გახსნა, რომელსაც თავად ხელმძღვანელობს.