საინიციატივო ჯგუფმა ცენტრალურ საარჩევნო კომისიას მთაწმინდის მაჟორიტარული ოლქის შუალედური არჩევნებში, რომელიც 19 მაისს გაიმართება, პირველი დამოუკიდებელი კანდიდატი წარუდგინა.
დღეს, ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში შევიდა საინიციატივო ჯგუფის განაცხადი, რომელთაც მთაწმინდის მაჟორიტარულ ოლქის შუალედურ არჩევნებში სოფიო ხორგუანის კანდიდატურა წარადგინეს.
საინიციატივო ჯგუფის წევრები არიან: გიორგი აბდალაძე (ფოტოგრაფი), რევაზ სტურუა (პროფესორი), ანა მიქაძე-ჩიკვაიძე (მეურნე), ოთარ ტატიშვილი (კომპოზიტორი), ლელა ფირალიშვილი (პროფესორი), კობა კვანტალიანი (ადვოკატი), გიორგი კერესელიძე (მუსიკოსი), მალხაზ თოფურია (გვარდიის ვიცე-პოკოვნიკი), ლელა გაფრინდაშვილი (პროფესორი).