გაიღვიძე როლანდ - ეს შეძახილები ისმის უკვე ერთი საათია ზუგდიდში. საოლქო კომისიის შენობის წინ ირაკლი ალასანიას მომხრეები არიან შეკრებილი. ისინი ცესკოს გადაწყვეტილებას აპროტესტებენ. შეგახსენებთ, ცესკოს მონაცემების მიხედვით, ნაციონალური მოძრაობის კანდიდატმა როლანდ ახალაიამ ხმათა 57,58 მიიღო, ირაკლი ალასანიას კი ამომრჩეველთა 36-მა პროცენტმა დაუჭირა მხარი. ქართული ოცნების კანდიდატი და მისი მხარდამჭერები აცახდებენ, რომ შედეგები გაყალბებულია. აქვე შეგახსენებთ, საარჩევნო პროცესის დასრულებიდან რამდენიმე საათში სოციალურ ქსელებში ზუგდიდის რამდენიმე საუბნო კომისიის ოქმი გავრცელდა, სადაც ეს გაყალბება ნათლად ჩანს. და რა ვითარებაა ამ წუთებში ზუგდიდში - პირდაპირ ეთერში ვრთავთ გურამ როგავას