ბიძინა ივანიშვილს საქართველოში ყოფნის ვადა ხვალ ეწურება. ადვოკატ არჩილ კილაშვილის თქმით, ვადის გადაცდომის შემთხვევაშიც კოალიციის ლიდერის წინააღმდეგ სამართლებრივი შედეგი არ დადგება.
ამის მიზეზად იურისტი ორ გარემოებას ასახელებს-პირველი-ივანიშვილის ოჯახის წევრები საქართველოს მოქალაქეები არიან, აქ ცხოვრობენ და ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციისა და სტრასბურგის სასამართლოს პრეცენდენტული სამართლის მიხედვით, ასეთ შემთხვევაში დაუშვებელია პირის ქვეყნიდან გაძევება და მეორე, ჩვენ გვაქვს კონსტიტუციაში შეტანილი ცვლილება, რომელიც რაოდენ პარადოქსულიც არ უნდა იყოს, ამბობს, რომ ევროკავშირის წევრი ქვეყნის მოქალაქე, თუ ის დაიბადა და ბოლო 5 წელი უცხოვრია საქართველოში, შეიძლება გახდეს პრემიერ-მინისტრი. დღეს სწორედ ეს მოცემულობაა. ასე რომ, უკვე კონსტიტუციის რანგშია შეუძლებელი, პრემიერ-მინისტრად მოაზრებული პირი ქვეყნიდან გააძევონ