“დადგა პარტიის სერიოზული განახლების საკითხი, ახალი ენერგიის მიცემის საკითხი, ამიტომ, მალე პარტიაში მოხდება შესაბამისი ცვლილებები”, – ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის წევრმა, რომან გოცირიძემ განაცხადა, რომლითაც ის მიხეილ სააკაშვილის ინიციატივას გამოეხმაურა, რომლის მიხედვით, „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარედ გრიგოლ ვაშაძე უნდა იყოს არჩეული.
“დადგა პარტიის სერიოზული განახლების საკითხი, ახალი ენერგიის მიცემის საკითხი, ამიტომ, მალე პარტიაში მოხდება შესაბამისი ცვლილებები, იქნება პარტიის ყრილობა და პარტია, როგორც დღევანდელი პოლიტიკური ცხოვრების ლიდერი და ლოკომოტივი, თუ შეიძლება, ასე ითქვას, ოპოზიცური ფლანგის, საჭიროებს შემდგომი ენერგიის მიცემას, შემდეგ განახლებას. შეუძლებელია “ნაციონალური მოძრაობის” გამიჯვნა მიხეილ სააკაშვილისგან. ის არის ამ პარტიის შემქმნელი, ლიდერი, მაგრამ დღეს აქ საუბარი არის ადგილობრივი სტრუქტურების განმტკიცებაზე, ვინაიდან, მიხეილ სააკაშვილი ხელისუფლების უსამართლო ქმედებების გამო უშუალოდ შიდაპარტიულ ცხოვრებაში ვერ ღებულობს მონაწილეობას ”, – განაცხადა გოცირიძემ.