“ცვლილებები დაიწყება მთავრობაშიც”

“ცვლილებები დაიწყება მთავრობაშიც”

"პარტიაში ცვლილებების შემდეგ, სავარაუდოდ ცვლილებები დაიწყება მთავრობაშიც, რადგან დღევანელი მთავრობა ვერ შეესაბემაბა იმ არსებულ რეალობას, ამიტომ, პარტიაშიც და მთავრობაში უნდა მოვიდნენ მძიმეწონიანი პოლიტიკოსები, ამისკენ უბიძგებს პოლიტიკური დიალექტიკა"- ასე ეხმაურება პოლიტოლოგი ვახტანგ მაისაია "ოცნებაში" მიმდინარე პროცესებს.

"ირაკლი ღარიბაშვილის პოლიტიკაში დაბრუნება ეს არის ერთგვარი პოლიტიკური ხრიკი, რომელიც უკავშირდება იმას, რომ "ოცნებამ" საბოლოოდ არ დაკარგოს ის ელექტორატი, რომლის მეშვეობითაც მოვიდა ხელისუფლებაში და მიიღო საკონსტიტუციო უმრავლესობა, 7 წლის განმავლობაში ინარჩუნებდა გამარჯვებას, ანუ "ოცნების" გადამრჩენი რგოლი.

"ღარიბაშვილს პარტიაში პოლიტიკური მდივნად დანიშვნა აძლევს საშუალებას რამდენადმე დააბალანსოს სიტუაცია, გაანეიტრალოს ახალგაზრდული ჯგუფის გავლენა და გადაიყვანოს უკანა რიგებში.

"გახსოვთ, როგორ გადაიყვანა უკან რიგებში მიშა სააკაშვილმა გიგა ბოკერია, რომელიც საზოგადოებაში ძალიან არაპოპულარული იყო და მისი გამოჩენა როგორც აღიზიანებდა ხალხს. ამიტომაც მიაჩუმათა ბოკერიას ამბიცია, იგივე სიტუაციაა დღეს - კალაძე-ღარიბაშვილის წინ წამოწევა 2020 წლის არჩევნებისთვის შეუნარჩუნებს თუ არა"ოცნების" ერთობას. ვნახოთ.

"პარტიის შემდეგ, სავარაუდოდ ცვლილებები უნდა დაიწყოს მთავრობშიც, რადგან დღევანდელი მთავრობა ვერ შეესაბამება იმ რეალობას, რომელიც დღეს არის. ვფიქრობ, როგორც პარტიაში, ისე მთავრობაში უნდა მოვიდნენ მძიმეწონიანი პოლიტიკოსები, ამისკენ უბიძგებს პოლიტიკური დიალექტიკა.

"რაც შეეხება "ოცნებიდან" წასულ დეპუტატებს და ასევე ოპოზიციურ სპექტრს, როგორ ჩაეწერებიან ამ პოლიტიკურ პალიტრაში, ბესელიამ ისე მიიხურა კარები, რომ ხიდები ბოლომდე არ დაწვა, ამიტომ, რა ნაბიჯებს გადადგამს სამომავალოდ, არ ვიცი.

"ქართული პოლიტიკური ველი დღეს ძალიან ღარიბია და არც პოლიტიკური აქტორები ჩანან, რომელებიც შეძლებენ პოლიტიკური პროცესების მართვას. ამიტომ რიგგარეშე არჩევნებს გამოვრიცხავ. ჩემი აზრით, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები იქნება ლაკმუსის ქაღალდი, რომელიც დაალაგებს სიტუაციას ქართულ პოლიტიკაში.

"ბიზნესსა და ხალისუფლებას შორის ბოლო მოვლენების ფონზე გაჩენილ ბზარში, რომელიც განსჯის საგანი გახდა პოლიტიკურ და ექსპერტულ წრებში, მე ტრაგედიას ვერ ვხედავ, მრჩება შთაბეჭდილება, რომ ბიზნესმენთა გარკვეული ნაწილი ცდილობს თავისი კერძო ინტერსების წინ წამოწევას, დემონსტრირებას, რომ ხელისუფლების მხრიდან ხდება ზეწოლა.

"ეს იყო სააკაშვლის დროს, დღეს ასე ნამდვილად არ არის. გადაჭარბებულად მეჩვენება ასევე მოლოდინი, რომ "თიბისი ბანკის" ირგვლივ განვითარებული მოვლენების შემდეგ, მამუკა ხაზარძე პოლიტიკაში წავა.

"ვფიქრობ, რომ ვერც ხაზარაძე, ჩხარტიშვილი თუ სხვა ბიზნესმენები ამ ნიშას ვერ დაიკავებენ, რადგან საზოგადოება მათ პოლიტიკოსებად ვერ აღიქვამს"- განაცხადა "რეზონანსთან" ვახტანგ მაისაიამ.