თბილისის მერის კახა კალაძის ინფორმაციიტ მომდევნო 3 თვეში კანდელაკის ქუჩის რეაბილიტაცია სრულად უნდა დასრულდეს.
"ყველა დამეთანხმებით რომ იქ არსებული მდგომარეობა არც თუ ისე სახარბიელოა, როგორც მიწის ზემოთ, ისე მიწის ქვემოთ არსებული კომუნიკაციები არის ძალიან მძიმე მდგომარეობაში.
ამ პროექტის შედეგად ჩვენ შევძლებთ მთლიანად მოვაწესრიგოთ მიწისქვეშა კომუნიკაციები. მთლიანად შეიცვლება კომუნიკაცია, მოასფალტდება გზა, ახალი განათებები ლედსანათებით, მოეწყობა საფეხმმავლი ტროტუარები.
დაახლოებით მილიონ ნახევარი იხარჯება ამ პროექტში. სამი თვე არის ვადა იმისათვის, რომ დასრულდეს სამუშაოები", - განაცხადა კალაძემ.