„ბიძინა ივანიშვილი მალე დაიწყებს ფიქრს, სად დაიმალოს“

„ბიძინა ივანიშვილი მალე დაიწყებს ფიქრს, სად დაიმალოს“

"საქმე ისე მიდის, რომ ბიძინა ივანიშვილი, რომელსაც მაქებარი არავინ დარჩა, ფიქრს იმის შესახებ დაიწყებს, სად დაიმალოს", - ამის შესახებ განცხადებას "დემოკრატიული მოძრაობა-ერთიანი საქართველოს" ლიდერო გუბაზ სანიკიძე აკეთებს.

სანიკიძე მიიჩნევს, რომ "ქართულ ოცნებას" საკონსტიტუციო უმრავლესობა აღარ სჭირდება, რადგან "მმართველმა პარტიამ გასაფუჭებელი უკვე გააფუჭა".

ფაქტია, რომ „ქართულ ოცნებას" საკონსტიტუციო უმრავლესობა აღარ სჭირდება, რადგან მმართველმა პარტიამ გასაფუჭებელი უკვე გააფუჭა. ყველასთვის ცნობილია, რომ პარტიის ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა კომკავშირის ცეკა შექმნა, რაც კარგად ჩანს. მმართველ პარტიაში მიმდინარე პროცესები არავის უნდა გაუკვირდეს", - აცხადებს სანიკიძე "გურია ნიუსთან"

კითხვაზე : როგორ ფიქრობთ, "ოცნებასთან" პოლიტიკური გაყრის შემდეგ, ეკა ბესელიას უკან კვლავ ბიძინა ივანიშვილი დგას?

"ყველაფერს დრო გვიჩვენებს. სატელიტი პარტიები საქართველოში დიდხანს ვერ არსებობენ. საქმე ისე მიდის, რომ ბიძინა ივანიშვილი, რომელსაც მაქებარი არავინ დარჩა, მალე ფიქრს დაიწყებს იმის შესახებ, სად შეიძლება დაიმალოს. ივანიშვილს სატელიტური პარტიების გამოძერწვის თავი აღარ აქვს" - დასძინა "გურია ნიუსთან" სანიკიძემ.

tngh ნუთუ ვერ ამჩნევთ, რომ მთელს "დემოკრატიულ მოძრაობას" მეტ-ნაკლებად "ბიძინაფობია" გჭირთ. საერთოდ დაკარგეთ ამომრჩევლები. მათ შორის ვარ მეც. იმის ნაცვლად, რომ საქართველოს გამთლიანებაზე იფიქროთ, "დილეტან-პოპულისტებს" აყევით. ისეთი ამბავი ატეხეთ ხეების გადარგვაზე, თითქოს დანაშაული იყოს "დენდროლოგიური" ბაღის გაშენება...
6 წლის უკან
tngh "დემოკრატიული მოძრაობა" უტიფრად იძახით, რომ "ოცნების" არც ერთი დაპირება არ შესრულებულაო... საყოველთაო დაზღვევა, უფასო ხვნა-თესვა, უფასო საუნივერსიტეტო ფაკულტეტები, უფასო სახელმძღვანელოები, გაზრდილი ექსპორტი... სუბსიდიები სოფლის მეურნეობის პროდუქტების ჩაბარებაზე... 150-ზე მეტი ახალი საწარმო... არც გაგიგიათ და არც გინახიათ. ამიტომაც აღარ გყავთ ამომრჩევლები. დაემსგავსეთ "ნაციონალ-ბოლშევიკებს"...
6 წლის უკან
tngh როდის აქეთ გახდა "მაჟორიტარული" საარცევნო სისტემა დანაშაულებრივი... იქნებ შემახსენოთ აშშ-სი, ინგლისში, საფრანგეთში... და კიდევ ბევრ ქვეყნებში არის თუ არა ეს სისტემა???
6 წლის უკან
tngh ამდენი კრიტიკის შემდეგ ერთ რამეს გირჩევდით: მოიშორეთ უსფუძვლო "ბიძინაფობია", კრიტიკულად შეხედეთ საკუთარ თავს და დაიბრუნებთ მომხრეებს. ნუ დაემსგავსებით "რუსოფობიით" დაავადებულებს...
6 წლის უკან