მე ამაში ვერ ვხედავ იმ განცვიფრების ქვეტექსტს, რომელიც კითხვაში ამოვიკითხე

მე ამაში ვერ ვხედავ იმ განცვიფრების ქვეტექსტს, რომელიც კითხვაში ამოვიკითხე

ზურაბ აბაშიძე არის ჩემი სპეციალური წარმომადგენელი და მას ჰქონდა შეხვედრა ბიძინა ივანიშვილთან, როგორც მმართველი პარტიის თავმჯდომარესთან, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ მთავრობის სხდომამდე გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, როდესაც უპასუხა ჟურნალისტის კითხვას, რა სტატუსით შეხვდა პრემიერის სპეციალური წარმომადგენელი რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში ზურაბ აბაშიძე, „ქართული ოცნების“ ლიდერ ბიძინა ივანიშვილს და არის თუ არა ეს არაფორმალური მმართველობა.

„მე ამაში ვერ ვხედავ იმ განცვიფრების ქვეტექსტს, რაც თქვენს კითხვაში ამოვიკითხე და ჩანდა. ზურაბ აბაშიძე არის ჩემი სპეციალური წარმომადგენელი და მას ჰქონდა შეხვედრა ბიძინა ივანიშვილთან, როგორც მმართველი ძალის, მმართველი პარტიის თავმჯდომარესთან. ძალიან მარტივია ეს საკითხი“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

შეგახსენებთ, ბიძინა ივანიშვილის და ზურაბ აბაშიძის შეხვედრა გუშინ, ივანიშვილის ბიზნეს ცენტრში გაიმართა.