ოპოზიცია ხალხში გადის და მილიონი ხელმოწერის შეგროვებას იწყებს

ოპოზიცია ხალხში გადის და მილიონი ხელმოწერის შეგროვებას იწყებს

საარჩევნო სისტემის შეცვლისა და სამართლიანი არჩევნების ჩატარების მოთხოვნით, ოპოზიცია ხალხში გადის და მილიონი ხელმოწერის შეგროვებას იწყებს.

როგორც "2020NEWS”-ს ოპოზიციის წარმიომადგენლებმა განუცხადეს, 27 თებერვლიდან დაიწყება ხელმოწერების ფართომაშტაბიანი პროცესი სლოგანით - "მილიონი ხელმოწერა სამართლიანი არჩევნებისათვის“, რაშიც 20  საპარლამენტო და არასაპარლამენტო პარტიასთან ერთად, ალეკო ელისაშვილის "საქართველოს სამოქალაქო მოძრაობაც“ ჩაერთვება.

"ოპოზიცია ხალხში გადის. ჩვენ ვგეგმავთ საქართველოს რეგიონებში გასვლას,  სადაც შეგროვდება მილიონი ხელმოწერა მოქმედი პროპორციულ-მაჟორიტარული სისტემის დემოკრატიულ, პროპორციული სისტემით შეცვლის მოთხოვნით. ვნახოთ რა პასუხს გასცემს ხელისუფლება საქართველოს მილიონ მოქალაქეს, რომელმაც არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარების შესაძლებლობა 2024 წლისთვის გადადო. ხალხი კი ითხოვს, რომ მომავალი 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები პროპორციული სისტემით ჩატარდეს. ვნახოთ გაბედავს თუ ვერა "ქართული ოცნება" ხალხის  ნების წინააღმდეგ წასვლას“, - აცხადებენ ოპოზიციაში.

ცნობისათვის, 27 თებერვალს საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიცია აღნიშნული ფართომნაშტაბიანი აქციის დაწყების შესახებ საზოგადოებას ერთობლივი განცხადებით აცნობებს.