მხოლოდ მოსამართლეების საკითხი ვერ გახდება მესამე პოლიტიკური ძალის შექმნის თემა

მხოლოდ მოსამართლეების საკითხი ვერ გახდება მესამე პოლიტიკური ძალის შექმნის თემა

„მოსამართლეების თემა, რომელიც გახდა გახეთქილების მიზეზი, ბესელია და მისი გუნდი ამაზე უკეთეს თემას ვერ მოიფიქრებდა, მაგრამ მხოლოდ  მოსამართლეების საკითხი ვერ  გახდება მესამე პოლიტიკური ძალის შექმნის თემა“, - ასე ეხმიანება პოლიტოლოგი ვახტანგ ძაბირაძე მმართველ პარტიაში განვითარებულ მოვლენებს.

„როგორც კი ბზარი გაღრმავდა, ბესლიას სხვა შანსი არ ჰქონდა - უნდა  გაერკვია ვის მხარეს იქნებოდა ივანიშვილი, ძველი თუ ახალი გვარდიის. პირდაპირ რომ ეკითხა, რა თქმა უნდა , ივანიშვილი პასუხს არ გასცემდა.

„მთელი ამ ორთვიანი ალიაქოთიდან გამოიკვეთა, ის, რომ ბესლიამ ვერ მიიღო ივანიშვილის მხარდაჭერა, მაგრამ ცდილობს  ბოლომდე არ დაწვას ხიდები. ახალ პლათფორმაზე რომ საუბრობს, საქართველოში პლათფორმები ასე მარტივად არ იქმნება და არჩევნებს იგებს მხოლო ის პარტია, რომელსაც აქვს რეიტინგი. 

„ბესელიამ ამ თემით  საზოგადოების მხარდაჭერა კი მოიპოვა, მაგრამ  ამ ორთვიანი აჟიოტაჟის შემდეგაც, მისი რეიტინგი არ შეცვლილა. მოსამართლეების  საკითხი კი ვერ გახდება  მესამე პოლიტიკური ძალის შექმნის თემა. ოპოზიციისთვისაც, რომელიც ამ საკითხში სოლიდარული იყო, „ოცნების“ დატოვების შემდეგ ბესელია მათი კონკურენტი ხდება.

„თუ ივანიშვილი მართალც  აპირებს ახალი პოლიტიკური ძალა შექმნას, ალბათ, როგორც ყოველთვის, არ ჩქარობს და აკვირდება მოვლენებს. იქნება თუ არა ეს ახალგაზრდული ფრთა წამყვანი მომავალ არჩევნებში, ვერ გეტყვით, სავარაუდოდ არა. აქაც სიტუაცია დაიწმინდება. ალბათ ჯერ უნდა გამოიკვეთოს გუნდი და მერე წამოვა იდეები, გაკეთდება განცხადება და დაიწყება მოქმედება. ანუ, „ოცნებას“ მთლიანობაში კი არ დასჭირდება რეიტინგი, რეიტინგი  დაჭირდება იმ  გუნდს, რომელიც იქნება ლოკომოტივი მომავალ არჩევნებში“, - განიცხადა ძაბირაძემ „რეზონანსს“.