სამწუხაროდ, "ქართული ოცნება" ასე ასრულებს თავის პოლიტიკურ კარიერას და 2012 წელს მისი ძლევამოსილი მოსვლა, 2019 წლის თებერვალში უკვე იქცა მისი ამ ტიპის დაშლისა და დასუსტების პროცესად, - ასე აფასებს „შენების მოძრაობის“ ლიდერი დავით უსუფაშვილი პარტია „ქართული ოცნებიდან“ ეკა ბესელიას წასვლას. მისივე თქმით, მმართველი პარტიის წევრებს ერთმანეთთან არაფერი ჰქონდათ საერთო. უსუფაშვილი 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებს გულისხმობს:
მმართველი პარტია არც შექმნილა, სწორედ ამაშია უბედურება. დავსვათ კითხვა, რა აერთიანებდა 2016 წელს პარლამენტის იმ 115 წევრს, როდესაც ისინი პარლამენტში შევიდნენ? ამ 115 ადამიანიდან, ალბათ, 70-მა ერთმანეთი პარლამენტში შესვლის შემდეგ გაიცნეს. ახლა კი გუნდის ერთობაზე ლაპარაკობენ. ასეთი ეკლექტური და სრულიად გაუგებარი სტანდარტებით შერჩეული ადამიანებია. მათი ერთობა ემყარება ერთადერთ რამეს, ბიძინა ივანიშვილის ურყევ გავლენას ამ წრეში და როდესაც ეს ფაქტორი სუსტდება, ამ გუნდიდან აღარაფერი რჩება“, - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.