დავიბრუნოთ თავისუფალი საქართველო
ამის შესახებ "ქართული ოცნების" ლიდერმა, ბიძინა ივანიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას თბილისში, კოჯრის ქუჩაზე გახსნილ საარჩევნო უბანზე განაცხადა, სადაც მისმა მეუღლემ ეკატერინე ხვედელიძემ არჩევნებში ხმა მისცა.
"საქართველოს მიეცა საშუალება, გააკეთოს დემოკრატიული არჩევანი. ქართველმა ხალხმა დიდი გაჭირვება გამოიარა, მაგრამ 20-წლიანმა პოლიტიკურმა კულტურამ მას მისცა გამოცდილება და დღეს მძიმე გამოცდას ჩააბარებს",-აღნიშნა ბიძინა ივანიშვილმა.
ამასთან, მან კომენტარი გააკეთა გურჯაანში მომხდარ ტრაგიკულ შემთხვევაზე და აღნიშნა, გურჯაანში მაჟორიტარობის კანდიდატი მანანა ბერიკაშვილი ძალიან მძიმე მდგომარეობაშია. "ხელისუფლება ყველაფერზეა წამსვლელი, დაღუპული ბავშვის მამას ადვოკატებთან ურთიერთობის საშუალებას არ აძლევენ",-აღნიშნა ბიძინა ივანიშვილმა.