ტელეწამყვანი ანი გიუნტერი რამდენიმე დღის წინ გერმანიიდან დაბრუნდა, სადაც მეგობრებთან ერთად იმყოფებოდა.
სულ ცოტა ხნის წინ, ანიმ სოციალურ ქსელში გერმანიაში მცხოვრები ქართველების შესახებ სკანდალური პოსტი გამოაქვეყნა.
"სანამ ჩვენ აქ რუსებს სტუმართმოყვარე ქვეყანაში შუბლში ვახლით პროტესტს,ბევრი გერმანიაში მცხოვრები ქართველი ტრადიციულ შეკითხვაზე "ვე არ იუ ფრომ"ზე გერმანელებს სიამაყით პასუხობს "რაშა"ს . რომ ვკითხე "ვას ისტ დას "და როგორ არ გრცხვენიათ მეთქი ძაან ბედნიერად მიპასუხეს, რომ საქართველო არ იციან და ასე უადვილდებათ ახსნა.
ხოდა ვიჯექი და ყველგან: მუზეუმში, ირიშ პაბში ამ ჩემ გერმანელებს ტექსტებს ვაზეპირებინებდი ჩვენი უნიკალური ქვეყნის, ანბანის და მადლობა ღმერთს ბევრი გვაქვს მოსაყოლი სხვა ღირსებების შესახებ.
გერმანელი რომ გეტყვის არ ვიცოდით და მადლობა რომ გაგვაცანიო ქართველს რატო უნდა დაეზაროს ახსნა და რუსეთს ამოეფაროს? ხოდა ბოლოს რომ მეკითხებოდნენ შენ თავად რა გვარი ხარო. ეგ იყო ყველაზე სახალისო ფინალი ამ სამწუხარო ისტორიაში. დილა მშვიდობისა საქართველო! გვიყვარდეს ჩვენი ქვეყანა მის ფარგლებს გარეთაც.
პ.ს . ვერ გთაგავთ ,იზვინიტე არ დაგიმეგობრებთ,სანამ "ნაშა რაშა" ჩემს საქართველოდ არ გადაიქცევა თქვენთვის" - წერს გიუნტერი. გიუნტერის სკანდალური განცხადება გერმანიაში მცხოვრებ ქართველებზე.