ლეგენდარულ დიზაინერ კარლ ლაგერფილდს, რომელიც გუშინ 85 წლის ასაკში გარდაიცვალა, Chanel-ის ახალი შემოქმედებითი ხელმძღვანელის დანიშვნამდე სტუდიური დირექტორი ვირჯინია ვიარდი შეცვლის.
კარლ ლაგერფილდი შანელის შემოქმედებითი დირექტორი 1983 წლიდან იყო.
დიზაინერის გარდაცვალების შემდეგ მნიშვნელოვანი გახდა მისი ქონების მემკვიდრეების თემაც. გავრცელებული ინფორმაციით, კარლ ლაგერფილდმა მემკვიდრეებად თავისი კატა და ნათლული დაასახელა. ბირმული კატა შუპეტი მის პატრონზე არანაკლებ ცნობილია, მას ტვიტერზე 50 ათასი, ინსტაგრამზე კი 122 ათასზე მეტი გამომწერი ჰყავს. თავისი პატრონის წყალობით ის უკვე გახდა წიგნის გმირი, სარეკლამო კამპანიის სახე და ა.შ. შუპეტი კარლ ლაგერფილდის ცხოვრებაშ 2011 წელს გამოჩნდა.