ხატია ბუნიათიშვილის ყოფილი შეყვარებული სხვა ქალზე დაინიშნა

ხატია ბუნიათიშვილის ყოფილი შეყვარებული სხვა ქალზე დაინიშნა

ქეითი პერისა და ორლანდო ბლუმის ურთიერთობას უკვე რამდენიმე წელია, მთელი მედია ადევნებს თვალს. გასულ ღამით კი, ინტერნეტში წყვილის რომანტიკული ფოტოები გამოჩნდა.

მალევე გავრცელდა ხმები, რომ ბლუმმა ვალენტინობაზე ქეითის სიურპრიზი მოუწყო - მეგობრებისა და ოჯახის წევრების წრეში ხელი სთხოვა.

ჭორები რამდენიმე წუთის წინ თავად წყვილმა დაადასტურა. პოპ-ვარსკვლავმა ინსტაგრამზე დადო საქმროსთან ერთად გადაღებული ფოტო, რომელზეც ქეითი ბრილიანტის ბეჭედს გვიჩვენებს.

ორლანდო ბლუმი ქართველებისთვის განსაკუთრებით ახლობელი მას შემდეგ გახდა, როცა პარიზის ქუჩებში ქართველ პიანისტთან, ხატია ბუნიათიშვილთან ერთად დააფიქსირეს.

მსოფლიო პრესა მაშინ წყვილის ლავ-სთორზე ალაპარაკდა, თუმცა, ორლანდო ბლუმი ისევ ქეითი პერის შეურიგდა.