რობიკო სტურუას პირველი კომენტარი საკუთარი მდგომარეობის შესახებ

რობიკო სტურუას პირველი კომენტარი საკუთარი მდგომარეობის შესახებ

დღეს დილით სოციალურ ქსელში ქართველი ლეგენდების რობიკო სტურუას და გია ყანჩელის ფოტო გავრცელდა. ფოტო კლინიკაში გადაღებული, სადაც ქართველი მუსიკოსი და რეჟისორი ერთმანეთს პალატაში ამხნევებენ.

გაირკვა რომ ისინი კლინიკაში გამოკვლევებზე იმყოფებოდნენ და ახლა ორივე მათგანი სახლში გადის მკურნალობას.

სურათი გააზიარა თავად რობიკო სტურუამაც და შემდეგი კომენტარი გააკეთა.

ძველი მეგობრების შეხვედრა. მე მგონი უკვე მარილზე ვარ გასული! გია სახლში მიდის - ინტერვიუ უნდა მისცეს ლამაზ გოგონას! - წერს რეჟისორი.