მაშინ როცა ქეთა თოფურია წარმატებულად აგრძელებს ცხოვრებას, მისი ყოფილი საყვარელი მამაკაცის, გუფის საყვარელი ქალი, იანა შევცოვა ისევ იმ დროზე ლაპარაკობს, როცა გუფი გაიცნო და რეპერისგან დაორსულდა.
იანა შევცოვა პოპულარული შოუს "На самом деле"-ს სტუმარი იყო, სადაც ბუნებრივია სტუმრად ქეთასთან და გუფისთან დაკავშირებული სკანდალის გამო მოხვდა.
მას გადაცემაში ახალი არაფერი უთქვამს. თქვა, რომ ის ორსულად იყო გუფისგან, ავად იყო და ა.შ.
სამაგიეროდ, 18 წლის იანამ ეთერში ნამდვილი ომი მოაწყო და ლერა ფროსტს ჭიქა ესროლა.
18 წლის ახალგაზრდის გაღიზიანება ფროსტის კითხვამ გამოიწვია, რომელმაც მას ჰკითხა, ნამდვილად იყო თუ არა ის ე.წ. ესკორტის გოგონა და ცეკვავდა თუ არა სტრიპტიზს.
იანას და ლერას ჩხუბი დაცვამ დროულად განმუხტა.
გადაცემის სტუმრები საბოლოო ჯამში იკმაყოფილები დარჩნენ და იანაზე ბევრი იცინეს. რაც მთავარია დადასტურდა, რომ ის ორსულობას იტყუებოდა და ეს დასკვნა ექიმმა დადო, რომელმაც მას სისხლის ანალიზი გაუკეთა.