წლების განმავლობაში ვუყურებდი მის ტრიუმფალურ ვიზიტებს და შეხვედრებს პარიზში. რამდენიმეს თავად დავესწარი - ამ პოსტს მწერალი პაატა ქურდაძე სოციალური ქსელის გვერდზე წერს და ლიეჟში მიხეილ სააკაშვილის ემიგრანტებთან შეხვედრას ეხმაურება.
"წლების განმავლობაში ვუყურებდი მის ტრიუმფალურ ვიზიტებს და შეხვედრებს პარიზში. რამდენიმეს თავად დავესწარი. პირველად მგონი 2005 ში - ელისეს სასახლეში. საათნახევარი დააგვიანა და ნახევარ საათში გაიქცა - მგონი მორიც პალასში ცხოვრობდა. დიდი "სვეცკაობა"იყო. მაგრად კი მოვილხინეთ. როგორც ყოველთვის, სხვა შეხვედრებისას. მაშინ ჩვენ, ოქროს გოფრირებული გერბიანი პერსონალური მოსაწვევებით მიწვეულებს დიასპორას გვეძახდნენ. არა, ემიგრანტები მაშინაც იყვნენ ევროპის სხვადასხვა ქალაქებში, მაგრამ ვინ მიასუნებდა საწყლებს მის საპატივსაცემოდ გამართულ აი, ნუ ძალიან "სვევკი " ბანკეტებზე (რესტორან ქართულ სახლში მაგალითად). მთელი მარცხენა სანაპიროს ტუსოვკა იქ იყო... კუდი-სოდი, პოლიტ ელიტა ვიტონის ჩანტებიანი ცოლებით, მათი დაქალებით (მომცრო ვიტონის ჩანტებით) , და ქართული ესტრადის ვარსკვლავებით.
ძლივს არ გაიხარეს საწყალმა ემიგრანტებმა, ლიეჟში მაინც ნახეს ცოცხალი ლეგენდა. მართალია შამპანურის და ფუა გრას გარეშე მაგრამ მაინც...
P.S. არა რა, ოდესმე მემუარები უნდა დავწერო რომ მოვიცლი", - წერს პაატა ქურდაძე.