ირინა შეიკი პოპულარობას არასდროს უჩიოდა, თუმცა ფილმის „ვარსკვლავის დაბადება“ ეკრანებზე გამოსვლის შემდეგ, მისი და მისი ოჯახის მიმართ ყურადღება ერთი ორად გაიზარდა.
ფილმში ირინა შეიკის ქმარი ბრედლი კუპერი ლედი გაგასთან ერთად თამაშობს, შეყვარებული წყვილი ისეთი ოსტატობით ასრულებენ თავიანთ როლებს, საზოგადოებაში გაჩნდა ჭორები, რომ ლედი გაგას გამო ირინა შეიკის და ბრედლი კუპერის ოჯახი დანგრევის პირასაა.
ერთი პერიოდი ირინა და ბრედლი კუპერი მართლაც ცხოვრობდნენ სხვადასხვა სახლებში, მაგრამ როგორც ჩანს წყვილი მალე შერიგდა და მათ ხშირად დააფიქსირებთ ერთად როგორც ნიუ-იორკის ქუჩებში, ასევე სხვადასხვა ღონისძიებებზე.
26 იანვარს, ლედი გაგას ლას-ვეგასში კონცერტი ჰქონდა, როდესაც მოულოდნელად სცენაზე მსახიობი ბრედლი კუპერი გამოჩნდა.
მათი შესრულება იმდენად ემოციური იყო, ხალხს ვარაუდი იმის შესახებ, რომ ვარსკვლავურ წყვილს ერთმანეთი უყვარს გაუმყარდა.
მაგრამ სულ სხვა რამეს ამტკიცებს ბრედლი კუპერის და ირინა შეიკის ურთიერთობა. წყვილი ამჯერად ლონდონში გაემგზავრა. ამის შესახებ ირინამ ინსტაგრამზე დაწერა, როგორც ირკვევა მას ლონდონში „ვერსაჩეს“ სარეკლამო ფოტოსესიაში იღებენ, ამიტომ ქმარმა გადაწყვიტა მეუღლის გვერდით იყოს.
ირინა შეიკის და ბრედლი კუპერის წყვილი პირად გრძნობებზე საჯაროდ არასდროს საუბრობენ.
ირინა შეიკმა ამის მიზეზები ჟურნალ „გლამურთან“ განმარტა.
„მე ბევრი მეგობარი მყავს, ისინი თავიანთ გრძნობებზე ყველგან ხმამაღლა საუბრობენ და ამაში უცნაურს ვერაფერს ვხედავ. ეს ინდივიდუალური არჩევანია, ვისაც უნდა ილაპარაკებს საკუთარ გრძნობებზე, ვისაც არ უნდა არა. მირჩევნია დალაგებული და მშვიდი პირადი ცხოვრება მქონდეს. ამიტომ არ ვლაპარაკობ ქმარზე არასდროს“ - განაცხადა 33 წლის მოდელმა.
შეგახსენებთ, სიმღერა "Shallow" ოსკარზეა ნომინირებული, ამიტომ გამორიცხული არ არის, ბრედლი კუპერის ლედი გაგას კონცერტზე მოულოდნელი გამოჩენა, სწორედ ამას უკავშირდებოდეს.