ყოფილმა იამაიკელმა სპრინტერმა უსეინ ბოლტმა საფეხბურთო კარიერის დასრულების შესახებ განაცხადა. ამის შესახებ Goal.com-ი წერს.
სპორტსმენის განცხადებით, ის სიამოვნებას იღებდა, როცა საფეხბურთო გუნდში თამაშობდა. „ეს მძლეოსნობისგან განსხვავდებოდა და ძალიან კარგი იყო“- განაცხადა 32 წლის ბოლტმა.
უსეინ ბოლტმა სპრინტერის კარიერა 2017 წლის ზაფხულში დაასრულა, რის შემდეგაც ის ფეხბურთელი გახდა და ავსტრალიურ „სენტრალ კოსტ მარინერსში“ თამაშობდა.