ბელგიის ჩემპიონატი ზამთრის პაუზის შემდეგ განახლდა და წლის პირველ ოფიციალურ მატჩს ქართველების „გენტი“ 20 იანვარს, სახლში „ანდერლეხტთან“ გამართავს.
მთავარმა მწვრთნელმა აღნიშნული მატჩისთვის 20 ფეხბურთელი გამოიძახა და სასიხარულოა, რომ ერთ-ერთი გიორგი ქვილითაიაა. ჩვენებურს მძიმე ტრავმის შემდეგ პირველად უხმეს ოფიციალური მატჩისთვის.
სამაგიეროდ, 20-კაციან ნუსხაში არაა გიორგი ჩაკვეტაძე. 19 წლის ქართველს ტრავმის გამო ბოლო 1 თვე გაუცდა. გიორგიმ ვარჯიში კვირაზე მეტია დაიწყო, თუმცა, როგორც ჩანს, იეს თორუპი რისკზე წასვლას არ გეგმავს და ჯერჯერობით დაასვენებს. წესით, ჩაკვეტაძე სათამაშოდ მზად შემდეგ ტურში უნდა იყოს.
აქვე გეტყვით, რომ ქვილითაიამ ბოლოს 6 სექტემბერს, ყაზახეთისა და საქართველოს ნაკრებთა შეხვედრაში ითამაშა. „გენტის“ რიგებში მიმდინარე სეზონში ორ მატჩში (ჯამში 8 წუთი ითამაშა) 2 გოლი აქვს გატანილი.