ამან კარგად დამანახა რა ეტაპზე ვარ - ნიკოლოზ ბასილაშვილის კომენტარი AO-ზე მარცხის შემდეგ

ამან კარგად დამანახა რა ეტაპზე ვარ - ნიკოლოზ ბასილაშვილის კომენტარი AO-ზე მარცხის შემდეგ

ქართველმა ჩოგბურთელმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა ავსტრალიის ღია პირველობის 1/16-ფინალში მარცხის შემდეგ კომენტარი გააკეთა.

შეგახსენებთ, რომ ბასილაშვილი სტეფანო ციციპასთან 4 სეტში ანგარიშით 3:6, 6:3, 6:7, 4:6 დამარცხდა

"მოგესალმებით მეგობრებო,

რა თქმა უნდა, არ იყო ის შედეგი, რასაც მე და ჩემი გუნდი ველოდით. ამ თამაშმა კარგად დამანახა რა ეტაპზე ვიმყოფები ფსიქოლოგიურად და ზოგადად კორტზე. ვთვლი, რომ დიდი სლემის ტურნირის მოსაგებად კიდევ ბევრი სწორი ნაბიჯია გასავლელი", - დაწერა ბასილაშვილმა "ფეისბუქზე".