sports.ru: ჯანო ანანიძის ჯანმრთელობა კატასტროფაა

sports.ru: ჯანო ანანიძის ჯანმრთელობა კატასტროფაა

sports.ru-მ "კრილია სოვეტოვის" ქართველი ნახევარმცველის, ჯანო ანანიძის ტრავმიანობის შესახებ წერილი გამოაქვეყნა.

"ზამთარში "სპარტაკი" ჯანოს იჯარისთვის ვარიანტს ეძებდა. ფეხბურთელი "კრილია სოვეტოვს" მოელაპარაკა, თუმცა თავიდან სლუცკის "ვიტესში" სურდა გადასვლა.

"ჰოლანდიური ვარიანტი არ გამოვიდა, "კრილიაში" მივდივარ. იჯარას გაგებით შევხვდი, ჩემს მდგომარეობას ადეკვატურად ვაფასებ: ჯერ ტრავმები მქონდა, სადღაც ალბათ, მუშაობას მოვუკელი. უნდა დავამტკიცო, რომ ძლიერი ფეხბურთელი ვარ და "სპარტაკში" დავბრუნდე", - თქვა ანანიძემ.

ძნელი იქნება. 2011 წლიდან მოყოლებული, მას ტრავმები ტანჯავს, სრულად ჯანმრთელი თითქმის არასოდეს არ არის.

ჩემპიონატზე ჩატარებული 23-მატჩიანი რეკორდი 2010 წელს დაამყარა.

ორი ყველაზე წარმატებული სეზონი - 2013/2014 და 2016/2017. პირველ შემთხვევაში ძიუბასთან ერთად "როსტოვში" წავიდა, სადაც 3 გოლი გაიტანა და 8 საგოლე გადაცემა გააკეთა. მეორე შემთხვევაში კი ტრავმების გამო არ უწევდა ხანდახან თამაში, თუმცა 22 მატჩში 4 გოლი გაიტანა და ჩემპიონი გახდა. ამ ორი სეზონის გამოკლებით ყველაფერი ძალიან სამწუხაროა. სეზონის განმავლობაში ჩემპიონატზე მხოლოდ 6-15 შეხვედრას ატარებდა.

2018/2019 წლების სეზონში მხოლოდ ერთხელ ითამაშა პირველობაზე - წლის უკანასკნელ მატჩში "ანჟისთან" შეცვლაზე შევიდა".