გოგა ბითაძის "ბუდუჩნოსტმა" სერბეთში, "რაბოტნიჩკისთან" სტუმრად ითამაშა და დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა - 87:70.
გოგას თანაგუნდელთაგან ყველაზე მეტი ერლ კლარკმა ჩააგდო - 17 ქულა. ბითაძემ კი ფოლების სიჭარბის გამო მხოლოდ 15 წუთი ითამაშა. ამ დროში მისი მონაგარი ასეთი იყო: 4 ქულა (2-დან 1 ორქულიანი, 4-დან 2 საჯარიმო), 8 მოხსნა, 1 დაფარება, 5 ფოლი.
"რაბოტნიჩკის" აპიჩის 26-მა ქულამ ვერ უშველა.
"ბუდუჩნოსტს" უახლოესი მატჩი 18 იანვარს შინ, მონტენეგროში ელის - ბითაძის გუნდი მადრიდის "რეალს" უმასპინძლებს.