იანვრის ბაშოს მესამე დღეს. ტოჩინოშინი მიოგირიუს დაუპირისპირდა.
ქართველ ფალავანს მოგება ჰაერივით სჭირდებოდა, რადგან მანამდე ორი ბრძოლა ჰქონდა წაგებული.
თითქოს, მიოგირიუსთან შეხვედრაც კარგად დაიწყო, მეტოქე დოჰიოს კიდესთან მიიყვანა, მაგრამ კარგად დაწყებული ასევე ვერ დაასრულა და თავად აღმოჩნდა დოჰიოს მიღმა.
ეს იყო ტოჩინოშინის მესამე მარცხი იანვრის ბაშოზე.
მეოთხე დღეს მისი მოწინააღმდეგე სეკივაკე ტამავაში იქნება, რომელსაც მოგება-წაგების 2-1 ბალანსი აქვს.