ჭყონდიდის მიტროპოლიტის მეუფე პეტრეს განცხადებით ე.წ. ციანიდის საქემზე დაკავებულ დეკანოზ გიორგი მამალაძეს თავისუფლების სანაცვლოდ გარკვეული პირობები შესთავაზეს. მეუფე აღნიშნულს უზნეობას უწოდებს.
მეუფემ ამ საკითხზე „ტვ პირველისთვის" მიცემულ ინტერვიუში ისაუბრა:
„უბრალოდ ამას ვერ ვიტყვი ვერაფრით და ღმერთმა ნუ გააგონოს საზოგადოებას რა შესთავაზეს იმისათვის, რომ ის გამოსულიყო და განთავისუფლებულიყო...ეს იყო ძალიან დიდი უზნეობა, ეხებოდა ეკლესიას", - განაცხადა მეუფე პეტრემ „ტვ პირველთან ინტერვიუში.