“ყველა შიშობს, რომ ძლიერი ბანკის ხელის ხლება გამოიწვევს რყევებს”

“ყველა შიშობს, რომ ძლიერი ბანკის ხელის ხლება გამოიწვევს რყევებს”

"არა მგონია, რომ სიტუაცია გართულდეს, რადგან ყველა შიშობს, რომ ასეთი ძლიერი ბანკის ხელის ხლება გამოიწვევს რყევებს. ვფიქრობთ, რომ პროკურატურაც ფრთხილი იქნება ამ თემასთან მიმართებაში"- ასე ეხმიანება პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე "თიბისი ბანკთან" დაკავშირებით პროკურატურის მიერ დაწყებულ გამოძიებას.

"ამ თემასთან დაკავშირებთი, რომ რაიმე პირადი ინტერესი იკვეთება, არადამაჯერებლად გამოიყურება. არ არის ივანიშვილი იმ სახსრების პატრონი, რომ პირადი ინტერესი ამოძრავებდეს; მას თავისი ბანკი აქვს და გაფართოება და გაძლიერება თუ მოუნდებოდა საკუთარი ბანკის საშუალებით შეძლებდა.

"მიუხედავად იმისა, რომ პროცესი მთლიანობაში ჩემთვისაც გაუგებარია, რატომ გახდა აქტუალური ათი წლის შემდეგ, რადგან საუბარია 2008 წელზე? შეიძლება ვივარაუდოთ, რომ თუ მაინცდამაინც პოლიტიკურ მოტივი არის, ინტერესი ამ წლის პოლიტიკურ პროცესებს უკავშირდება და არა დღევნდელს.

"კარგად გვახსოვს მაშინდელი ხელისუფლების დამოკიდებულება საბანკო სექტორთან, მითუმეტეს როცა ფული სჭირდებოდათ.

"რამდენადაც ვიცი, "თიბისი ბანკისთვის" 2008 წელი რთული წელი იყო. ხაზარაძე ცდილობდა გადაერჩინა ბანკი დაღუპვისაგან, რაც მან შეძლო და მთელი ამ წლების მანძილზე წარმატებით მუშაობს.

"როგორ შეიძლება განვითარდეს მოვლენები, ვფიქრობ, რომ სიტუაცია არ გართულდება, რადგან ყველა შიშობს იმის თაობაზე, რომ ძლიერი ბანკის ხელის ხლება გამოიწვევს რყევებს. სავარაუდოდ პროკურატურაც ფრთხილი იქნება ამ თემასთან მიმართებაში"- განაცხადა რამაზ საყვარელიძემ.