მარჯანიშვილის თეატრის მსახიობი ქეთევან კიკნაძე მახათას მთაზე პანთეონის მშენებლობას აპროტესტებს და დიდუბის პანთეონის გაფართოებას მოითხოვს. მსახიობის თქმით პანთეონის ტერიტორიის გაზრდა ეკლესიის ეზოში არსებული კედლის დანგრევითა და იმ ადგილის შემოერთებით არის შესაძლებელი სადაც „სამღვდელოების ჯიპების სადგომია".
„გვერდით უშველებელი ადგილია და კედელი, მარტო იმ კედელს უნდა მონგრევა. ვიყავი მე იქ, დავათვალიერე ყველაფერი. ღმერთო ნუ მიწყენ და დიდუბის ეკლესიის ეზო გადაქცეულია სამღვდელოების ჯიპების სადგომად. განცვიფრებული წამოვედი. ეკლესიაში ჯიპების სადგომი რომ აქვთ არ ჯობია პანთეონის ტერიტორიას შეურთდეს?"-განუცხადა „პრაიმტაიმსს" ქეთევან კიკნაძემ.