იანვრის ბაშოს მეორე დღეს, 14 იანვარს ტოჩინოშინის მოწინააღმდეგე ნიშიკიგი იყო, რომელიც ლევანს ნოემბრის ბაშოზე დამარცხებული ჰყავდა.
ქართველი ფალავანი პირველ გამარჯვებასთან ისევე ახლოს იყო, როგორც ნიშიკიგი დოჰიოს კიდესთან, მაგრამ ბოლო წამს მეტოქემ ტოჩინოშინს მოულოდნელი ილეთი გაუკეთა და დოჰიოს მიღმა ქართველი აღმოჩნდა.
ეს იყო ლევანის მეორე მარცხი იანვრის ბაშოზე.
მესამე დღეს, 15 იანვარს მისი მოწნააღმდეგე კომუსუბი მიოგირიუ იქნება, რომელთან ტოჩინოშინს ბოლო შეხვედრა (ნოემბერში) მოგებული აქვს.