ნივთების გადმოტანაში დამეხმარნენ თანამშრომლები – ჩემთვის მთავარია პარლამენტში ბევრი თანამოაზრე ვიპოვო

ნივთების გადმოტანაში დამეხმარნენ თანამშრომლები – ჩემთვის მთავარია პარლამენტში ბევრი თანამოაზრე ვიპოვო

ახლა ჩემთვის არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, სად, რომელ სართულზე, რა კვადრატული ფართის ოთახში ვიმყოფები, მნიშვნელოვანია, მიზანი იყოს მიღწეული და არ მოხდეს იმ მოსამართლეების არჩევა, ვინც ჩვენს ქვეყანის მომავალს სამართალს გაუმრუდებს, – ამის შესახებ პარლამენტის უმრავლესობის წევრმა, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის ყოფილმა თავმჯდომარემ ეკა ბესელიამ განაცხადა.

„ახლა მთავარია ამ სივრცეში, რასაც ჰქვია პარლამენტის და ხალხის წარმომადგენლობითი ორგანო, ვიპოვო ბევრი თანამოაზრე იმისთვის, რომ მიზანი იყოს მიღწეული და არ მოხდეს იმ მოსამართლეების არჩევა, ვინც ჩვენს ქვეყანის მომავალს სამართალს გაუმრუდებს. ამიტომ, არ აქვს მნიშვნელობა დროებითი ადგილი სად არის, რომელ ფლიგელშია, რამდენი კვადრატულია და ა.შ. ნივთების გადმოტანაში გუშინ დამეხმარნენ თანამშრომლები. სხვათაშორის, ჩემი მასალები და დოკუმენტები ვერსად დაეტია და ამისთვის დამჭირდა მეთხოვა გედევან ფოფხაძისთვის, რომ წიგნების და დოკუმენტების ნაწილი მასთანაც განთავსდეს“, – განაცხადა ბესელიამ.