მეცნიერების გამოკვლევის შედეგად დგინდება, რომ წყლის ტემპერატურა მსოფლიოს ზღვებსა თუ ოკეანეებში სწრაფად იმატებს, რაც ადამიანის მიერ ბუნებაზე მავნე ზემოქმედებით აიხსნება.
ჟურნალ Science-ში გამოქვეყნებული სტატიის თანახმად, 60-იანი წლების შემდეგ ოკეანეების წყლის ტემპერატურამ საგრძნობლად იმატა, ხოლო 2019 წელი მათი ვარაუდით, მსოფლიო ისტორიაში ყველაზე თბილი წელი იქნება ოკეანეებისთის.
რა შეიძლება მოჰყვეს ამ ფაქტს? - უპირველეს ყოვლისა, ეს არის ზღვის დონის აწევა. კველვაში ნათქვამია, რომ როდესაც წყალი თბება ის მოცულობაში იმატებს, შესაბამისად, იწევს ზღვის დონეც. მხოლოდ ამ ფაქტორის გამო დაახლოებით 50 წლის შემდეგ შეიძლება ზღვის დონემ 30 სმ-ით მოიმატოს. ერთი შეხედვით, ეს არცთუ ისე დიდი სიდიდეა, მაგრამ არ დაგავიწყდეთ, რომ მსოფლიოს უამრავი დიდი ქალაქი სწორედ სანაპიროზე, მელიორირებულ მიწებზეა გაშენებული, რომელიც ხშირად ამ და კიდევ უფრო ნაკლებ სიმაღლეზე მდებარეობს ზღვის დონიდან.
ამასთან ერთად, ოკეანეების დათბობა იწვევს პოლარული ყინულოვანი საფარის სწრაფ დნობასაც, რამაც შესაძლოა ზღვის დონის კიდევ უფრო მეტი სიმაღლით აწევა გამოიწვიოს. შესაბამისად მეცნიერები არ გამორიცხავენ 2100 წლისთვის ზღვის დონის 1 მეტრით მომატებასაც. ეს პრობლემა უკვე დგას ამერიკის კონტინენტზე და მომავალი 30 წლის განმავლობაში შესაძლოა 300 00-მდე სახლი დაიტბოროს ამ კონტინენტზე.
ამას გარდა, ოკეანეების გათბობა ტროპიკულ ქარიშხლებს უფრო ინტენსიურს, ძლიერსა და ხანგრძლივს გახდის. წყლის ტემპერატურის მატება იწვევს მის უფრო დიდი რაოდენობით აორთქლებას, რაც კლიმატს უფრო ნოტიოს ხდის. იმატებს ნალექების რაოდენობაც, ხოლო დედამიწაზე სხვადასხვა ადგილას კი კლიმატი მშრალი იქნება.
ტემპერატურის ზრდა საფრთხეს უქმნის წყლის ბინადართაც. მაგალითად, 2016-17 წელბში, დიდ ბარიერულ რიფზე არსებული მმარჯნის პოპულაციის ნახევარი განადგურდა ორი თბილი ოკეანის ტალღის მიერ. გართულდება თევზების ცხოვრებაც და ბევრი მათგანი შესაძლოა გადაშენდეს კიდევაც, რაც თავის მხრივ, ტროპიკულ ქვეყნებშ საკვების რაოდენობის შემცირებას გამოიწვევს.
ოკეანეების დათბობა აისახება დედამიწის პოლარულ სივრცეებში არსებულ ცხოველთა სამყაროზეც, როგორიცაა თეთრი დათვები, სელაპები, ზღვის ლომები და სხვა. შესაბამისად მოსალოდნელია, რომ ბევრი სახეობვა საერთოდ დაიკარგოს კიდევაც.
ყოველივე ეს ფაქტორები გვაძლევენ იმის დაბეჯითებით მტკიცების საშუალებას, რომ ადამიანებმა მკაცრი კონტროლი უნდა გაუწიონ ეკოსისტემას და შეწყვიტონ, ან მინიმუმადე დაიყვანონ მაასზე მავნე ზემოქმედება.